კორონავირუსი: გამოვლინდა 260 ახალი შემთხვევა, 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 834 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 059 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,45%, ბოლო 7 დღის – 2,62%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 359 141 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 345 582 გამოჯანმრთელდა, 5 175 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 234 410 ადამიანი, დღიურად აცრილია 922.