კულუმბეგოვი: სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალო მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალია

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში გაზრდილია, რაც საშუალო მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა სიკვდილიანობის ზრდა „ბრიტანული შტამითაც“ იყოს განპირობებული.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, აღნიშნული შტამის შემთხვევაში სიკვდილიანობა და გადამდებობა 30-40%-ით არის გაზრდილი, თუმცა არსებობს სხვა თეორიებიც, რაც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულს.

„საჭიროა გამომწვევი მიზეზის ცოდნა, ჩვენ არ ვიცით სიღრმისეულად რა კატეგორიის ადამიანები იღუპებიან, როგორი დაავადებებით, რა ასაკობრივი ჯგუფია და სხვა.

შემთხვევების რაოდენობა არ არის იმდენი და სიკვდილიანობა გვაქვს მაღალი და ეს დაახლოებით საქართველოს 1,000,000 მცხოვრებელზე 7-8 შემთხვევა გამოდის, რაც არის მაღალი მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბითაც კი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.