კუჭავა: საქართველო ნატოს წევრი მალე გახდება

პარლმანეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტს, სადაც ნატო-ში გაწევრიანების მზაობაზეა ხაზი გასმული ხელი მოაწერა.

კუჭავამ  მასზე ხელის მოწერა პარლამენტის წევრებსაც შესთავაზა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო ნატო-ს წევრი მალე გახდება.

„პარლამენტმა მოამზადა ერთობლივი განცხადება, რომელიც 14 ივნისს ნატო-ს სამიტზე იქნება წარდგენილი. მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ყველა დეპუტატს ექნება საშუალება მოაწეროს ხელი და არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ არის საკითხები, რომლის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ, რომელიც ყველას ინტერესებში შედის და საკითხი, რომელიც ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის არჩევანია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ყველა პარტიამ დააფიქსიროს. მასზე ხელმოწერა შეეძლება როგორც ყველა დეპუტატს ინდივიდუალურად, ასევე პოლიტიკური გაერთიანებისა და ჯგუფის სახელითაც. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო მზადაა იმისთვის, რომ ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს, მოვისმინეთ ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ნატო-ს წევრობას და ერთი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი მალე გახდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, პოლიტიკური ნება არსებობს და დღეს კიდევ ერთხელ ფიქსირდება ყველა საპარლამენტო პარტიის ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, რომ ჩვენ ამ საკითხზე ვართ ერთიანები და ნამდვილად მივაღწევთ ამ ერთიანობით ამ მიზანს“, – განაცხადა კუჭავამ.