ლაცაბიძის კითხვა პრემიერს: რა ეტაპზეა რეგიონების განვითარების პროექტი და როდის დაიწყება სამუშაო

“მინდა წარმატება გისურვოთ, როგორც მაჟორიტარი რეგიონებთან დაკავშირებით მექნება კითხვა. იმის გარდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, თქვენ დააანონსეთ მასშტაბური პროექტი რეგიონების განვითარების და ვფიქრობ, თითოეულ რეგიონს განვითარების ახალი შესაძლებლობა ექნება, მათ შორის ჩემს ქალაქსაც.  ყველას გვაინტერესებს,  რა ეტაპზეა ეს პროექტი და ყველას გვაინტერესებს, მაჟორიტარებს, მოსახლეობას როდის დაიწყება ეს სამუშაო.”- მიმართა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ნინო ლაცაბიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

საკანონდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს და ათწლიან სამოქმედო გეგმას ისმენენ.