ლევან ვასაძე ნინო ლომჯარიას გადადგომასა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს

სახალხო დამცველის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. ლევან ვასაძე სასულიერო პირებთან ერთად მეუფე სპირიდონს მხარდაჭერას უცხადებს.

აქციის მონაწილეები ნინო ლომჯარიას გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს.

პოლიციას სახალხო დამცველის ოფისის შესასვლელთან კორდონი აქვს გაკეთებული.