Update: მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებელი, ლევან ვასაძე თურქეთში გამოსაკვლევად გაემგზავრა. როგორც ვასაძის თანაგუნდელი, სოსო მანჯავიძე ამბობს, ინფორმაცია, თითქოს ვასაძე ჰოსპიტალიზებულია სიმართლეს არ შეესაბამება.
ვასაძის თანაგუნდელის ინფორმაციით, ბიზნესმენის ჯანმრთელობის დიაგნოსტირება ვერ მოხერხდა და სწორედ ეს გახდა თურქეთში გამგზავრების მიზეზი.
„გიდასტურებთ, ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჰქონდა კარგი, ნორმალური დიაგნოსტირება ვერ მოხერხდა, დიაგნოსტიკურ ცენტრში გადავიდა თვითონ. თურქეთში გამოსაკვლევად არის წასული“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი, ლევან ვასაძე მძიმე მდგოამროებაშია და ის თურქეთში გუშინ სასწრაფო ჩარტერით გადააფრინეს.









