ლომჯარია: დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატს კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა დაუკავშირდა. მისივე ცნობით, ახალგაზრდები მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.

“დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომელთა საქმესაც ეხლა ვსწავლობთ და ვარკვევთ ვითარებას. ძალიან აღელვებულები იყვნენ ისინი და აცხადებდნენ, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და აიძულებენ რომ დაატოვებინონ კონკრეტული სასწავლებელი. ასევე, ვიღებ ინფორმაციას ბენეფიციარებთან გასაუბრების დროს, რომ იქ ყოფნის პერიოდში, პანსიონში და შემდგომაც მიმდინარეობს მათ მიმართ სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.