სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინების არასაკმარისი რაოდენობა შესაძლოა ადამიანის უფლებების დარღვევად შეფასდეს.
“როდესაც დღეს არ გვაქვს ჩვენ ვაქცინა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ასევე, ჩვენი კრიტიკის საგანია ის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები სახელმწიფოს მხრიდან, ეხება ეს გადაწყვეტილებები შეზღუდვების შემოღებას თუ შეზღუდვების გაუქმებას, არ არის დასაბუთებული”, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.