მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა

სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი აგრძელებს სპორტული ტურნირების სერიას რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის.

დღეს მეხუთე საჯარო სკოლაში სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში.

ოლიმპიადაში რუსთავის 7 სკოლა იღებდა მონაწილეობას, როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა თანრიგში.

ინდივიდუალურ და წყვილებში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და თასები გადაეცათ.