შედგა სრულად პარლამენტი, მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლას, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან პარლამენტში ცხარე დებატები და საინტერესო დისკუსიები იქნება.
„გადაწყვეტილება, რომელიც „ლელომ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღო, ხელი მოეწერათ შარლ მიშელის დოკუმენტისთვის, იყო სწორი გადაწყეტილება. ვფიქრობ, დღეიდან პარლამენტში იქნება ცხარე დებატები და საინტერესო დისკუსიები, მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლას პარლამენტში. ვისურვებდი, რომ უახლოეს დღეებში შეუერთდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.