“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბორჯომში პარტიის შეხვედრებზე პარტიული ცვლილებები არ განიხილება. როგორც მდინარაძე ამბობს, მმართველი გუნდის წევრები სამუშაო ფორმატში განიხილავენ პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის სამომავლო გეგმებს.
“სამუშაო ფორმატში გავივლით დღეს დეტალებს, მინისტრები და პრემიერ-მინისტრი წარმოადგენენ ხედვებს, გრძელვადიან განვითარებასთან დაკავშირებით და ამაზე გვექნება დისკუსია. ამის შემდეგ, თქვენ უკვე ნახავთ პრემიერის გამოსვლას პარლამენტში. არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ იქნება არც დღეს და არც მომდევნო პერიოდში, მსგავსი საკითხები არ განიხილება. ასევე, დღეს არ განიხილება მერების საკითხები. ანუ, პარტიული და საარჩევნო საკითხები არ დგას დღის წესრიგში დღეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ ბორჯომში შეკრება დღეს დაიწყო, “ოცნება” 2 დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრებს გამართავს.