მეგობრობისა და მერიის მოედნის პროექტი – რუსთავის მერი კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი რუსთავში, მეგობრობის გამზირისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დასრულდა.

საპროექტო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.

TV4-ის ინფორმაციით, რუსთავის მერი დღეს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებს იმ ლოკაციებს აცნობს, რომლის განახლებაც იგეგმება.

ინფორმაციისთვის, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეგობრობის გამზირის სრულად რეაბილიტაცია. მოეწყობა გარე ფასადები, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა და ველობილიკები.

შეგახსენებთ, მეგობრობის გამზირისა და მერიის წინ მდებარე მოედნის რეაბილიტაცია სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდება. პროექტი 2023 წლამდე უნდა დასრულდეს.