მომღერალი “უცნობი”, გია გაჩეჩილაძე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გაკეთებული წარწერის გამო, დააჯარიმეს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, “უცნობი” 2 ივნისს 1 000 ლარით დაჯარიმდა.
მომღერალს ჯარიმის გადასახდელად ერთი თვე აქვს და ის ჯერ არ გადაუხდია.
შეგხსენებთ, რომ “უცნობმა” 9 აპრილს რიყეზე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე, წარწერა “ღმერთი სიყვარული არს” დატოვა.









