“მე მიყვარს რუსთავი” – ქალაქის ცენტრალურ პარკში ღონისძიება გაიმართა

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ღონისძიება სახელწოდებით “მე მიყვარს რუსთავი” გაიმართა.

მონაწილეობას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან, 10-მდე ანსამბლი იღებდა. მონაწილეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.

ღონისძიება ანსამბლ “ივერიას” ორგანიზებით ჩატარდა.