მე-7 მიკრორაიონში, მიტოვებულ შენობაში ხანძარია

მე-7 მიკრორაიონში, მე-14 საცხოვრებელ კორპუსთან ხანძარია. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა.

მეხანძრე მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ წუთებში ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.