ბოლნისში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მამაკაცი დმანისიდან იყო, ის ბოლნისში მუშაობდა და მეგობართან ერთად დროებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.