“მოდუსის” მარნეულის ფილიალში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა 

 მარნეულში კოლეჯ “მოდუსის”  ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, პარტნიორ ორგანიზაციებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პროფესიულ პროგრამებს, რომლის განხორციელებაც მარნეულის ფილიალში იგეგმება.

ასევე, საუბარი შეეხო ბიზნესისა და დარგობრივი ორგანიზაციების საჭიროებებს, თუ რა მიმართულებით განიცდიან პროფესიონალი კადრების დეფიციტს და რომელი პროფესიული პროგრამების განხორციელების საჭიროებას ხედავენ მარნეულის მუნიციპალიტეტში.

 დღევანდელ შეხვედრას ისრაელის ელჩი, რან გიდორიც ეწვია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრისას განიხილეს ისრაელის საელჩოსა და კოლეჯ “მოდუსს” შორის თანამშრომლობის, საერთო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების საკითხები.