მოსკოვში COVID-19-ით ინფიცირების 90%-მდე ინდურ შტამზე მოდის

მოსკოვში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების 90%-მდე მოდის დელტა ვარიანტზე, რომელიც უფრო სწრაფად და აგრესიულად ვრცელდება, ვიდრე უჰანში აღმოჩენილი ვარიანტი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა რუსულ “ტელეკომპანია პირველთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.

“მივიღეთ ინფორმაცია, რომ ავადმყოფთა 89.3%-ს აქვთ მუტირებული კორონავირუსი, ე.წ. დელტა ვარიანტი, რომელიც ინდური ვარიანტია. ის უფრო აგრესიული ხდება და უფრო სწრაფად ვრცელდება”,- ამბობს სობიანინი.

მოსკოვის მერის თქმის, ვარიანტის გავრცელებამ, საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვია.

“ფაქტობრივად, თავიდან გავდივართ ამ ამბავს. უფრო მეტიც, უფრო მძიმე შედეგებით. ჩვენ ყოველდღე გვიწევს საავადმყოფოების გადაკეთება, ახალ ობიექტების მოწყობა COVID-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და ძლივს ვეწევით”,- ამბობს მერი.