გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.71 მილიარდამდე დოზაა გამოყენებული.
გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 17.7%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 41.7 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 1.04 მილიარდი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 332 მილიონი დოზით. აშშ-ში ვაქცინების 319 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი – 294 მილიონი.
ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.9% აიცრა, ევროკავშირში – 28.8%, აშშ-ში კი – 45.3%.