მუნიციპალური ტრანსპორტის სამარშრუტო რუკები შემუშავდა

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის სამარშრუტო რუკები შემუშავდა. ქალაქში ოთხ ლოკაციაზე, მოქალაქეებს ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეეძლებათ.

მონიტორები განთავსებულია ძველ რუსთავში, კოსტავას 17 და 12 ნომერში არსებულ მოსაცდელებთან.  ახალ რუსთავში კი დღეიდან რუკების ნახვა შარტავას ქუჩასა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოსადელებზე იქნება შესაძლებელი.

როგორც რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რუკები ადგილობრივებს მარშრუტის უკეთესად და მარტივად დაგეგმვაში დაეხმარება.

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ადმინისტრაცია მოსახლეობას სთხოვს, სიფრთხილით მოეპყრნონ მონიტორებს .