რუსთავის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინიციატივით, ე.წ ჩიკაგოს სკვერში კინო-მუსიკის საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები იღებდნენ. ღონისძიებაზე ცნობილი ფილმების კადრების თანხლებით ცოცხლად შესრულდა ის მელოდიები, რომლებიც ამ ფილმებშია გამოყენებული.