რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.
როგორც გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრიორიტეტით მისაღები ბავშვების ჩასარიცხად განაცხადების მიღების ვადა იწურება.
გაერთიანება მშობლებს ახსენებს, რომ განაცხადების მიღება 4 ივნისამდეა შესაძლებელი.
“მშობლების საყურადღებოდ!
ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე, პრიორიტეტით მისაღები ბავშვების ჩასარიცხად განცხადებების მიღება მთავრდება პარასკევს, 4 ივნისს‼️
გთხოვთ დროულად მობრძანდეთ განცხადების დასაწერად ,წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის ბაღში ჩასარიცხად დაგჭირდებათ ელექტრონული რეგისტრაციის გავლა‼️”- ნათქვამია ინფორმაციაში.