საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ფრაქცია უარს ამბობს საპარლამენტო თანამდებობებზე – კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების პოზიციებზე.
„სამწუხაროდ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს ჩვენ გვინდა საპარლამენტო თანამდებობები. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ოპოზიციისთვის გარკვეულ თანამდებობებს გულისხმობდა, ჩვენ ამაზე უარი თავშივე განვაცხადეთ.
რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციას, ეს რაიმე პრივილეგია არაა. ესაა ფორმალური თანამდებობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზეც უარს ვამბობთ. მიმართვა ამ საკითხზე იყო ფორმალური. როგორც კი ჩატარდება სხდომები ამ თემაზე, მონაწილეობასაც კი არ მივიღებთ“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.