ნიკოლოზ ბეგაძე ვერცხლის მედლისთვის ესპანელ მეტოქესთან იბრძოლებს

რუსთაველი მოკრივე,  ნიკოლოზ ბეგაძე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. მოკრივეს უკვე განაღდებული აქვს ბრინჯაოს მედალი, დღეს კი ვერცხლისთვის ესპანელ მეტოქესთან იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატი 22 წლამდელებს შორის იტალიაში მიმდინარეობს. ნიკოლოზ ბეგაძე და გიორგი კაპანაძე  საასპარეზოდ ნაკრებთან ერთად გაემგზავრნენ. სამწუხაროდ, კაპანაძე პოლონელ მეტოქესთან დამარცხდა და თამაშს გამოეთიშა.