ნინოწმინდაში ქალს მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნინოწმინდაში მეორე დღეა უამინდობაა, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი.