ნინო ლაცაბიძე სოფელ ახალი სამგორის მოსახლეობას შეხვდა

რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი,  ნინო ლაცაბიძე გარდაბნის რაიონის სოფელ ახალი სამგორის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც დეპუტატის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერია, მაჟორიტარმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

“სასმელი და სარწყავი წყალი მათი მთავარი პრობლემაა, ასევე მნიშვნელოვანია ნაგავსაყრელის პრობლემა და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის საკითხები. ვგეგმავთ კიდევ ერთ შეხვედრას ახალ სამგორში შესაბამის სამსახურთან ერთად “-წერია ნინო ლაცაბიძის ფეისბუქ გვერდზე.