საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ჩავიდა. ომბუდსმენი თავშესაფარში მეუფე იაკობთან ერთად შევიდა.
“მაქვს მოლოდინი, რომ მოგვეცემა საშუალება სრულყოფილად გავეცნოთ მიმდინარე პროცესებს და ასევე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. ჩამოვედი აპარატის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ასევე, გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგი იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი გავესაუბროთ და ვაპირებთ მათთან გასაუბრებასაც”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.
2018 წლის შემდეგ ეს პანსიონში სახალხო დამცველის პირველი ვიზიტია.









