ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ  „სოკარის“  სადგურზე ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანხა გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.