რუსთავში პოეტ ოთო გურგენიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. პოეტს დღეს 28 წელი შეუსრულდებოდა – ოთო გურგენიშვილი მისივე სახელობის ქუჩაზე გაიხსენეს.
ქუჩაზე, რომელიც შარტავას გამზირს კვეთს, რუსთაველი პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები და პოეზიის მოყვარულები შეიკრიბნენ.
ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუაც.
ოთო გურგენიშვილი 2014 წლის 30 ივლისს ტრაგიკულად გარდაიცვალა. ახალგაზრდა პოეტმა გადაარჩინა ბავშვი, რომელსაც მანქანა ეჯახებოდა, რა დროსაც ავტომობილი მას დაეჯახა.