ოკუპანტებმა ახალსოფლიდან 3 მწყემსი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან 3 მწყემსი გაიტაცეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ოკუპანტები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მწყემსები იმ დროს გაიტაცეს, როდესაც საქონელს მწყემსავდნენ.

გატაცების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სუს-ი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალსოფლიდან მწყემსებს იტაცებენ.

ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში საქართველოს 2 მოქალაქე იმყოფება. ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებიან.

წყარო: ტვ პირველი