ორთაჭალაში სატვირთო ამობრუნდა და მანქანები მოიყოლა – არის გარდაცვლილი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა და მსუბუქი მანქანები მოიყოლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა, ხოლო 8 დაშავდა.  შემთხვევა “ნიუ ჰოსპიტალისის” ეზოში მოხდა.