უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” შესრულებული სიტყვა არ უნახავს. პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, იმის შესახებ, ფიქრობს თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს.
პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაცმოძრაობა” საკუთარ სიტყვას გატეხს და შარლ მიშელის დოკუმენტს შეუერთდება.
„ჯერ მათი შესრულებული სიტყვა არ გვინახავს, რომ ეს შეასრულონ…ისევე როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც „ნაციონალურო მოძრაობა”, დარწმუნებული ვარ, გატეხს სიტყვას. მოუწევს დაემორჩილოს იმ წნეხს, რომელსაც განიცდიან და საბოლოო ჯამში მოაწერენ ხელს”,- განაცხადა პაპუაშვილმა.