პაპუაშვილი: ვაშინგტონში სააკაშვილსა და გახარიას შორის სავარაუდოდ შეხვედრა შედგა

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის სავარაუდოდ შეხვედრა შედგა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ეს იმას ადასტურებს, რაზეც “ქართული ოცნება” საუბრობდა.

„ვიდეოფაქტები ვიხილეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ვაშინგტონში, სადაც ასევე არის გიორგი გახარია და სავარაუდოდ, მათ შორის შეხვედრა შედგა. ეს ადასტურებს რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარიას გადადგომა ხელს აძლევდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი დაბრუნება პოლიტიკაში ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს წრე შეიკრა და ამ ფაქტით დასტურდება ეჭვები, რაც ჩვენ გვქონდა. ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამხელა გზა გაიარა, რათა ჩასულიყო ვაშინგტონში და შეხვედროდა იქ მყოფ გიორგი გახარიას, ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ ალბათ, ერთმანეთთან განსახილველი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია “კურიერმა” გაავრცელა. მათივე ცნობით, “ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.