შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 566 ფაქტი გამოავლინა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 62 ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის ოთხ საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 401 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო განმეორებით დარღვევის 101 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები.