ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ძალადობისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბანში, ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტის მოლარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამეურნეო საგანი ესროლა. მ.ო.-მ ამავე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, რომელმაც მას სიმშვიდისკენ მოუწოდა და სიტუაციის განმუხტვა სცადა, ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.”-ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება ძალადობისა და ხულიგნობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.