პოსტპანდემიური თერაპია ბავშვებისთვის – ლიტერატურულ სკვერში რუსთავის სხვადასხვა სამხატვრო სტუდიის ბავშვებისთვის ღონისძიება მოეწყო.
აქტივობა საკვირაო სკოლა “ჩოხოსანის” ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობას ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სამხატვრო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ.
აქტივობა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ბავშვებმა, ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრები შექმნეს.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მსგავსი შემოქმედებითი აქტივობები ლიტერატურულ სკვერში მომავალშიც დაიგეგმა.