საპროტესტო აქცია იმართება პარლამენტის შესასვლელთან- აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” შესვლას აპროტესტებენ და ამტკიცებენ, რომ არცერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ.
პროტესტის მონაწილეებს პარლამენტთან ბანერები და “პუფები” აქვთ მიტანილი. მათი განცხადებით, პარლამენტში შესული ყველა დეპუტატი “პუფია”.