საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი სხვადასხვა ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მიმოხილვასაც შეიცავს.
სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგიის საშუალო ფასი 23.5 თეთრს შეადგენს, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფია. ამაზე უფრო იაფი ელექტროენერგია მხოლოდ რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და კოსოვოშია.
რაც შეეხება ყველაზე მაღალ სამომხმარებლო ტარიფს, ელექტროენერგიის საფასური ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია, მათ შორის ერთი კილოვატის ფასი ყველაზე ძვირი გერმანიაშია, სადაც ის 108 თეთრი ღირს.
https://infogram.com/–1hxr4zx3pnjjq6y