“რა მოხდება, რომ ეს აქტი საერთოდ არ მივიღოთ?!”- კახაძე ამნისტიის კანონპროექტზე

საკანონმდებლო ორგანო ამნისტიის კანონპროექტის “ქართული ოცნების” ვარიანტს განიხილავს. მმართველი გუნდის დეპუტატი, ლადო კახაძე აცხადებს, რომ კანონპროექტში ნებისმიერი ცვლილების შეტანისას, მას მეორე მხარის მხარდაჭერა მაინც არ ექნება. 

სწორედ ამიტომ, კახაძემ ანრი ოხანაშვილს მიმართა და ჰკითხა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს საერთოდ არ მიიღებს.

“როგორი ცვლილებებიც არ უნდა შევიდეს ახლა ამ ნორმატიულ აქტში, მეორე მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, დამერწმუნეთ, არ იქნება, ეს გამოცდილება არსებობს და მერე იქნება სალაპარაკო ტელევიზიებში და ქუჩაში იქნება მოწოდება, ამიტომ ასეთი შეკითხვა მაქვს, რა მოხდება, რო ეს აქტი საერთოდ არ მივიღოთ?!”,-თქვა ლადო კახაძემ.