რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის იმ ნივთების ჩამონათვალს აქვეყნებს, რაც გამოსაცდელმა პირმა გამოცდაზე თან უნდა იქონიოს.

„გამოცდების მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ:„პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში კი დამატებითი სამედიცინო პირბადე; წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი – გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში