რეგიონული ლიგის მეათე შეხვედრა – “რუსთავი” – “გორდა”

რეგიონული ლიგის მეათე შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი “გარდაბანი” რუსთავის “გორდას” დაუპირისპირდა. შეხვედრა რუსთავის მეტალურგიის მოედანზე გაიმართა. თამაში მეორე ტაიმის ბოლო მომენტამდე რუსთავის “გორდას” გამარჯვებით მიმდინარეობდა, თუმცა გარდაბნის ფეხბურთელმა საბა თავაძემ პენალტი გაიტანა და შეხვედრა ფრედ ანგარიშით 3-3 დასრულდა. მიუხედავად დღეს დაკარგული 2 ქულისა “გარდაბანი” რეგიონული ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.