რიკოთზე სატვირთო ამობრუნდა- დაიღუპა ერთი ადამიანი

რიკოთის გზაზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გულისხმობს.