“რკინის ბარიერების აღების გარდა, არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა” – ვარლამ გოლეთიანი

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით ონლაინშეხვედრა გაიმართა, რომელიც დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, გზიდან რკინის ღონის აღების გარდა, მათი არც ერთი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული.

მისივე თქმით, ყველა პირობა თუ არ შესრულდება, მედიაციის პროცესზე გადასვლა ვერ მოხერხდება.

რაც შეეხება რიონის ხეობაში შესვლას, გოლეთიანის თქმით, კომპანია უარს აცხადებს საპროტესტო აქციების მონაწილეების იქ შესვლაზე, ამიტომაც ისინი გუმათში რჩებიან.