რუსეთში 19 წლის დმანისელი ახალგაზრდა მოკლეს

ფოტო: ტვ პირველი

რუსეთში პოლიციამ დმანისის მკვიდრი,  საქართველოს მოქალაქე მოკლა. ვაკილ აბდულაევი 3 დღის წინ დაკრძალეს. მის მკვლელობაში ბრალდებული  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს.

გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ რუსეთში აბდულაევი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და ძალის გამოყენებით დაკავება სცადა.

წინააღმდეგობის გაწევის გამო  ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით თავში ესროლა.

აბდულაევი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი მკვლელის დასჯას მოითხოვს.