სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორმა დავით შანიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბაჩო ხაჩიძემ წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.
სპორტსმენებს მადლობის სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.
მოცურავეებმა დავით აბესაძემ, აკაკი ვაშაკიძემ და ლუკა წურიაშვილმა საპრიზო ადგილები დაიკავეს და პირადი, საქართველოს რეკორდი გააუმჯობესეს.
რაც შეეხება სანდრო მეგრელიშვილს, მან ბულგარეთში გამართულ ტაეკვონდოს ოლიმპიადაზე ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა და მსოფლო რეკორდი მოხსნა.