რუსთავიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში 173 მოქალაქე გაიწვიეს[ვიდეო]

საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევები გრძელდება. რუსთავის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევების სამსახურიდან ჯამში 173 წვევამდელი გაიწვიეს. წვევამდელები კომისიის წარმატებულად გავლის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში განაწილდებიან.

საგაზაფხულო გაწვევები 1-ლი თებერვლიდან დაიწყო და 30 ივლისამდე გაგრძელდება. საშემოდგომო გაწვევა კი სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს განახლდება.