კომპანია “სოკარის” ინფორმაციით, საშუალო წნევის გაზსადენის ავარიული გათიშვის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა რუსთავის მე-16, მე-17, მე-18, მე-19, 20-ე, 21-ე მიკრორაიონებს.
TV4-ის ინფორმაციით ბუნებრივი აირის ჩართვა ეტაპობრივად დღეს 18 საათიდან დაიწყება. თუმცა, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ დასრულდება თუ არა ბუნებრივი აირის სრულად აღდგენა დღის ბოლომდე.