23 ივნისს საქართველოში სერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სპორტულ ღონისძიებებში ასობით სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი, სხვადასხვა ქალაქიდან იღებდა მონაწილეობას.
გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილის მფლობელებს სიგელები, მედლები, თასები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ოლიმპიური საერთაშორისო დღე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად აღინიშნება.