რუსთავში ბაგა-ბაღების გაერთიანების N40 ფილიალი დაიხურა. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა TV4-ს განუცხადა, ბაღი კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო დაიხურა და ჯამში სწავლა შვიდ სააღმზრდელო დაწესებულებაშია შეწყვეტილი.
როგორც ეკა ხუციშვილი ამბობს, მომავალ კვირაში რამდენიმე ბაღი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.
რაც შეეხება სკოლებს, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, რუსთავის სკოლებიდან რვა სწავლების ჰიბრიდულ მოდელზეა გადასული, სამი კი სრულად დისტანციური რეჟიმით გრძელდება სწავლა.
29 მაისიდან დღემდე, რუსთავში კორონავირუსი 12 სკოლის თანამშრომელს და 11 მოსწავლეს დაუდასტურდა.