რუსთავში 11 მისამართზე ლიფტები რეაბილიტირდება[ვიდეო]

“რუსთავის კორპუსის” ხელმძღვანელობით, 11 მისამართზე ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვის შუა რიცხვებში დაიწყება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

სამუშაოები მეგობრობის და თოდრიის ქუჩებზე, მე-6, მე-7 , მე-11, მე-14, მე-15 , მე-17, და 21-ე მიკრორაიონებში ჩატარდება.

კერძოდ, ლიფტები კეთილმოეწყობა

  • მეგობრობის #15
  • მე-6 მკრ #3
  • მე-11 მკრ #3
  • მე-11 მკრ 1 პირველი სადარბაზო
  • მე-14 მკრ #47
  • მე-17 მკრ #3
  • მე-7 მკრ #25 , მესამე სადარბაზო
  • 21-ე მკრ მ1 მეორე სადარბაზო
  • მე-15 მკრ 13 ნესანე სადარბაზო
  • მეგობრობის #16 პირველი სადარბაზო
  • თოდრიას 19 მეხუთე სადარბაზო.

პროექტისთვის 370 000 ლარია გამოყოფილი.

როგორც “რუსთავის კორპუსის” ხელმძღვანელმა, დავით ხაჩიძემ TV4-ს განუცხადა, დარჩენილი თანხით სხვა ლიფტების კეთილმოწყობა იგეგმება, რისთვისაც ცალკე ტენდერი უნდა გამოცხადდეს.